|
2019-09-05 11:49:58, 1032 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, მომზადდა გზის საფუძველი, მოეწყო ბორდიური, რის შემდეგაც, დაახლოებით, 2 570 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ დასახლებაში გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების შედეგად, ასფალტის ახალი საფარი დაიგება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 126 000 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)