|
2019-09-04 13:13:28, 873 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიაში, ნავთობ ბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
სამტრედიაში ნავთობბაზეზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთიდით.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)