|
2019-09-03 19:57:09, 1162 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ თითოეული წევრი სისხლიან სკამზე ზის“ - პარლამენტთან აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ განახლდა. დემონსტრანტები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ამასთან, მათი განმარტებით, მმართველ გუნდი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო „აუცილებლად გადაიხდით პოლიტკურ ფასს“. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა დეპუტატებს ჰქონდათ შანსი, რომ რაღაცნაირად გამომძვრალიყვნენ იმ სიტუაციიდან, რომელშივ აღმოჩდნენ, მაგრამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეიზილა გიორგი გახარია. დღეს „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი ზის სისხლიან სკამზე და მათ აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დემოკრატიაზე და კონსტიტუციაზე გვესაუბრებიან დღეს და დემოკრატიაზე თავს დებდნენ. ესენი არიან დღეს დემოკრატიის „ლეღვის ფოთლები“. დასთამაშებთ ღიმილი თითქოს არაფერი არ დაუშავებიათ. მინდა მივმართო, აუცილებლად გადაიხდით პოლიტკურ ფასს. თქვენ ჩაერთეთ რუსეთის დავალებებში. თქვენ ასრულებთ გავრილოვისა და კრემლის დავალებებს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა ჭარხალაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)