|
2019-09-03 13:02:24, 1635 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - პრემიერობის კანდიდატად ბატონი გახარიას წარდგენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა
"ვფიქრობ სწორი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღო უმრავლესობამ, წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი გიორგი გახარია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები მუდმივად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ, თუმცა დეპუტატი აცხადებს, რომ ამას ვერ შეძლებენ. „მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც არ არსებობს საინფორმაციო თუ პოლიტიკური ველი, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და გადახედეთ, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს, ზოგმა მაისურზე, ზოგმა პლაკატზე, არა ოკუპაციას, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედნი. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი სადაც საქართველო არ დგას მოწინავე პოზიციებზე. რა საკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძიმე პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, დაძლეულია, თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებულია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა, გადავხედოთ რეალობას, ბევრი ჩემი კოლეგ გასული იყო სოფლებში, ხვდებოდა ხალხს და ეს გაგრძელდება. უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა დაწყებული დაბალი რგოლიდან დამთავრებული უმაღლესი რგოლით, არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პროფესიონალიზმთან ერთად, უნდა იყოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი თითოეული ადამიანის ყოფა და ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ სწორი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღო უმრავლესობამ, წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი გიორგი გახარია. ამ თემასთან დაკავშირებით, თუნდაც დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით, უნდა ითქვას შემდეგი. რეალობა არის ძალიან მძიმე. რეალობაა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისათვის, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს. ერთადერთი მიზანი ამ სტრატეგიისა არის ის, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ბოროტებას შორის რაც ჩაიდინეს. მხოლოდ 2011 წლის 26 მაისი ეყოფა. იმ მოვლენებს შორის, რომელსაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს. ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმება. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მკვლელობა, წამება, შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს სტრატეგია, ეს სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნია და არც მაშინ იყო, როდესაც იგერიებდა შეტევას პარლამენტზე. დღეს ვისაც სენტიმენტი გააჩნია, დაფიქრდეს კიდევ, ვის ექნებოდა და რა იქნებოდა ჩვენ ქვეყანაში მთავარი პრობლემა - დესტაბილიზაცია, რომელიც ესოდენ უნდათ ჩვენს ოპონენტებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)