23:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 10:05:54, 9837 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდმა გახარიას სრული მხარდაჭრა გამოუცხადა.

"მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღე სრული მხარდაჭერა. საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდეგ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics