16:51 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 21:56:22, 3086 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყნის კომერციული ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, ლარში გააგრძელებენ. განცხადება გაკეთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღების ფონზე, კერძოდ, „ინტერ რაოს“ წინააღმდეგ, რომელიც ირიბად ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი 1“-ისა და „ხრამი 2“-ის ჰიდროელექტროსადგურებს.

„თელასის“ ენერგეტიკული აქტივები სანქციებს არ ექვემდებარება. ეროვნულმა ბანკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია წლების განმავლობაში ამარაგებდა ქვეყანას ელექტროენერგიით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისად ითვლება, რის გამოც მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უნდა შენარჩუნდეს.

„საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იყენებს შესაბამის მიდგომებს სანქციების რეჟიმის დაცვისა და კრიტიკული მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

სანქციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ასევე გათვალისწინებულია კონკრეტული გარემოებები, მათ შორის ტრანზაქციების ხასიათი და მიზანი. ამ მხრივ, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, სანქციების მოქმედი მოთხოვნების, ეროვნული ბანკის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და შიდა რისკების შეფასების პროცედურების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics