|
2015-07-10 17:31:09, 537 ნახვა
საზოგადოება
ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი შეაფასეს
ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა, საბჭოს წევრებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებებისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი განიხილეს. საბწოს წევრებმა მოისმინეს, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ფარგლებში მიიღო. სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, როდის დადგება პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხი. თავად ევროკომისია მოთხოვნების შესრულებას მიმდინარე წლის ბოლოს შეაფასებს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი, საქართველოს სავიზო რეჯიმის ლიბერალიზციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპს დასრულებულად ჩაუთვლის. ანტიკორუფციული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესზეც იმსჯელეს. ღონისძიების მონაწილეებმა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესრულების პროგრესი განიხილეს; გაეცნენ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგია წარმოდგენილი. მასში დეტალურაა ასახული, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის მისაღწევად, რა წარმატებები და გამოწვევეი აქვს ქვეყანას კორუფციის პრევენციის კუთხით. ანგარიში, რომელიც 2015 წლის იანვრიდან მომზადდა ივლისამდე პერიოდს მოიცავს, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ ინფორმაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაყრდნობით მოამზადა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პასუხისმგებელი უწყებების მიერ მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი. კერძოდ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 199 მიზნიდან სრულად მიღწეულ იქნა 123, ხოლო უმეტესად და ნაწილობრივ 41. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კრუფციის პრევენცია საჯარო სამსახურში, მართლმსაჯულების სექტორში, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, ასევე საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის ნაწილში. ცნობისთვის, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)