19:28 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 13:30:27, 2907 ნახვა

კომენტარი
თამარ ხულორდავასთვის პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გაუგებარია

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გაუგებარია.

ხულორდავა განმარტავს, რომ მსჯავრდებულების შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს. 

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მისი კონსტიტუციური უფლებაა. ჩემთვს ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი და მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics