|
2019-08-29 13:24:10, 2263 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - ზურაბიშვილი არც კი იხილავს ავადმყოფო დეკანოზის საქმეს და პოლიციელის მკვლელს გარეთ უშვებს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხს ეხმაურება. გოცირიძის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებით პრეზიდენტი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთვევაში ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულის შეწყალება ლოგიკას მოკლებულია. "საიდან იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ადამიანის შესახებ?! ვირაცამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია?! ეს არის უაღრესად სკანდალური საქმე, თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კრიმინალი, თანაც პოლიციელის მკვლელი გაათავისუფლა. როგორ შეიძლება არ ეკითხა რას აკეთებდა? ანუ რა არის მისი მოქმედების მოტივი - ან კორუფცია და ვირაცებმა შეაჩეჩეს შეწყალებისთვის ეს ადამიანი, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული. ამავდროულად არც კი იხილავს ავადმყოფო დეკანოზ მამალაძის საქმეს და პარალელურად გარეთ გაუშვა დამნაშავე", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)