|
2019-08-27 15:47:40, 2191 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს
„დაკავების საფუძველს გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ ზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა. სასამართლო წერეთლისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „დაკავების საფუძველს გამოვრიცხავ, რაიმე საფუძველი იმისა, რომ ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ვენ მოვითხოვთ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობ. არსად მიიმალება. 3 საათის წინ ჩამოფრინდა. საქმეში მტკიცებულება არ არის, რომ ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული“, - განმარტა წერეთლის ადვოკატმა. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურა წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. უწყება მას „თიბისის“დამფუძნებლებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)