2015-01-03 16:26:30, 341 ნახვა
გიორგი მარგველაშვილი საზღვრისპირა სოფელში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან ერთად, საზღვრისპირა სოფელ კნოლევში ჩავიდა.
მარგველაშვილი რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა.
პრეზიდენტის განცხადებით, საზღვისპირა სოფელში მცხოვრები ოჯახები ძალიან მძიმე ვითარებაში ცხოვრობენ და მთავარ საზღვარს სიყვარულით ამაგრებენ.
„ჩვენ მივულოცეთ ახალი წელი ჩვენს გმირ ოჯახებს, რომლებიც აქ ძალიან რთულ პირობებში ამაგრებენ იმ მთავარ საზღვარს, რომელიც არის მორალური საზღვარი, ამაგრებენ სიყვარულით. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ოჯახები, რომელიც არის რეალურად ის ძალა, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ. რა თქმა უნდა არის ბევრი პრობლემა, მაგრამ ნაწილობრივ ეს პრობლემები გვარდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან