00:44 - 05 Nov, 2026
|
2019-08-27 11:50:09, 1451 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
გენერალურმა პროკურატურამ „ტვ პირველის“ მფლობელის მამისა და ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 15:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. უწყება მას „თიბისის“დამფუძნებლებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)