05:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 12:52:36, 981 ნახვა

საზოგადოება
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები მევენახე-მეღვინე პროფესიული პროგრამის მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარეს.

ტრენინგის ფარგლებში,   მევენახეობისა და მეღვინეობის  კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეებს ღვინის ზადებსა და დაავადებებზე, ვაზის ჯანსაღი, უვირუსო სარგავი მასალის წარმოებაზე თეორიული და პრაქტიკული ლექციები ჩაუტარეს. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასწავლებლებში ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვაზე, სწავლებასა და მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.

პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახები, სადაც დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის,   ქართული უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები მევენახე-მეღვინე პროფესიული პროგრმის მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა კახეთის რეგიონში ვაზის სანერგეები და ღვინის ქარხნები დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics