07:00 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:19:41, 617 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი: სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თქმით, სოფელ ახალდაბის დაცვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან მას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მეწყერსაშიშ ზონაში ახალდაბაში 5, წყნეთში კი, 3 ოჯახია იდენტიფიცირებული.

მისივე თქმით, იქ სადაც საფრთხე არსებობდა, განსახლების პროცესი დაწყებული იყო გუშინდელ მეწყერამდეც და ეს პროცესი გრძელდება, ხოლო სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩებიან. 

„მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, იქ, სადაც საფრთხე არსებობდა, განსახლების პროცესი დაწყებული იყო და ეს პროცესი გრძელდება, ხოლო იქ, სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩებიან. მეწყერი დიდი არ იყო, თუმცა ყველამ ვიცით, იქ იდენტიფიცირებულია ბევრი მეწყერული უბანი და ქანები დასუსტებულია, ამიტომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მათი ჩამოშლა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომების დაცვით მუშაობა გრძელდება, ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ზარალი ადამიანური თუ მატერიალური, სოფლის დაცვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რადგან მას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა აგულაშვილმა.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა წარადგინა საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური რეფორმის ახალი გეგმა შეიმუშავა და ევროზონის ლიდერებს წარუდგინა, რათა კრედიტორების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ევროზონის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ახალი ეკონომიკური რეფორმის გეგმის წარდგენა, დაწესებული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე წარადგინა. ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნული გეგმა მოიცავს გადასახადების გაზრდას, საპენსიო რეფორმებს, პრივატიზაციასა და ხარჯის შემცირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics