2019-08-23 11:58:47, 1155 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში შტორმია - საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს
დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფომრაციით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები.
"ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები", - წერის ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან