|
2019-08-22 19:53:45, 2458 ნახვა
სამართალი
ჯაფარიძე-ხაზარაძის ადვოკატი: ბრალის მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ორ-სამ ადგილას წერეთელის გვარი ჩაამატეს
ბრალის მუხლი და შინაარსი იგივეა, მხოლოდ ორ-სამ ადგილასაა ჩამატებული ავთანდილ წერეთელის გვარი - ასე განუმარტა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარება. წერეთელი ამტკიცებს, რომ პროკურატურა თაღლითობის მუხლს ფულის გათეთრებად იმიტომ ასაღებს, რომ ბადრი შუბლაძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ანგარიშის დაყადაღება სესაძლებელი გამხდარიყო. „ბრალში იგივე ტექსტია, მხოლოდ ორ-სამ ადგილასაა ჩამატებული წერეთელის გვარი. არაფერი არ იცვლება, მუხლი და შინაარსი იგივეა, უბრალოდ, ბატონი ავთო წერეთელი დამატებულია როგორც პირი, რომლის დახმარებითაც, ვითომდა მოხდა ეს დანაშაული. პროკურატურის აბსურდული სქემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს საკუთარ თავს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოტყუონ თანხა, ვითომ ამისთვის დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს, ეს არის აბსურდის თეატრი. ეს აბსურდის თეატრი გრძელდება იმით, რომ რაც ახლა მე ვთქვი, ეს ფულის გათეთრება არ არის, ეს, მათი ლოგიკით, არის თაღლითობა. მაგრამ, იმისთვის , რომ თაღლითობის მუხლს ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა, რაიმე ბრალი რომ წაეყენებინათ, მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა - შემდეგ, ნებისმიერი გზით რომ ეს ფული დახარჯო, ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრების მუხლი პროკურატურას, გუშინ წინ გამოჩნდა - ეს ის მუხლია, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე მიზეზი არის ის, რომ ფულის გათეთრების მუხლს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მესამე - ფულის გათეთრების ბრალდება ბიზნესმენებს და ბანკირებს ამ დღეში ჩააგდებს. ეს მიზნები არის ძალიან მარტივი - მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, ანაკლიის ხელმძღვანელობაში და დაყადაღებული აქვთ ანგარიში“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)