21:21 - 06 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 13:42:34, 1684 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიუ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი  ბ.ქ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა, მოკვლით ემუქრებოდა მათსავე 5 წლის შვილს და მეუღლის ახლო ნათესავებს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი გახდა, ბ.ქ. რამდენიმე დღის განმავლობაში, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში არაერთგზის ნასამართლევ დ.მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გორში იმალებოდა, რომელიც პოლიციამ, ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველები, ასევე, იკვლევენ მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებსაც. კერძოდ, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებს. მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს როგორც ოჯახში ძალადობისა და მუქარის, ისე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics