|
2019-08-21 19:24:02, 1671 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების უმრავლესობამ დატოვა. „რუსთავი 2“ თამარ ბაღაშვილმა, ნათია გოგსაძემ, დავით ქაშიაშვილმა, მაია ლომიძემ, გიგლა თუმანიშვილმა, ეკო მაღრაძემ, დავით ერაძემ, სოფო ზურაბიანმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ, რუსუდან ჯაბანაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, თამთა დოლენჯაშვილმა, ნათია ტრაპაიძემ და ნინო სამყურაშვილმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება facebook-ის საკუთარ გვერდზე გააჟღერა. „დღევანდელი დღე იმდენდ მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც მძიმე იყო ალბათ გუგთიანთკარელებისთვის, როდესაც საოკუპაციო ზოლის მიღმა, ისინი თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ და თავის საცხოვრებლებს. ჯადოსნური 13 წელი გავატარე „რუსთავი 2“-ში და მე ამაყი ვარ, ყველა წლით, ყველა წუთით და ყველა ჩემი მეგობრით, კოლეგით და იმ ჩემი ძალიან დიდი ოჯახით, რომელიც დღეს აქ არის ჩემთან ერთად“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ. მათი თქმით, სამომავლონ გეგმებზე ჟურნალისტები გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. როგორც რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)