|
2019-08-21 14:40:16, 1449 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას არხს არ უკავშირებს
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა. როგორც მან ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, გვარამიასთან ფართზე მოლაპარაკება ჰქონდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასზე ვერ შეთანხმდნენ. „განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, - განაცხადა ბიზნესმენმა. ღაჭავას თქმით, ის გამოკითხვაზე დაბარებას „მთავარ არხს“ არ უკავშირებს. „მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით“,- მიმართა ჟურნალისტებს ლაურა ღაჭავამ. შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)