18:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 00:12:31, 1325 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავი 2 პაატა იაკობაშვილმაც დატოვა

კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის. ამის შესახებ იაკობაშვილმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” სტუმრობისას განაცხადა.

“აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.

დღეს ეთერიდან რუსთავი 2  დატოვა, კურიერის წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიკო ჯოჯუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics