18:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 17:04:55, 530 ნახვა

ეკონომიკა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის

"ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა ამას და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და გარკვეულმა ვაი ექსპერტებმა" - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ TV იმედის ეთერში, გადაცემა ბიზნესინსაიდერში თქვა, გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებაზე საუბრისას.

ნარმანია აღნიშნავს, რომ მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება, "საჭიროების შემთხვევაში", დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფი.

„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.

შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ, რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.

ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, - აღნიშნა ნარმანიამ „ტვ იმედის“ ეთერში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics