|
2019-08-20 16:33:57, 1625 ნახვა
სამართალი
სალია - გვარამიას გარდა, მელაძის, გაბუნიასა და ლაფერაშვილის წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ არხის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა, გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგაც მიმართონ სასამართლოს. როგორც სალიამ განმარტა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილისა და ნოდარ მელაძის გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა. „მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა და ჩვენ ვფიქრობთ, ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე, აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული დასაბუთებები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, ბინების საქმე მოჰყავს. „გარკვეული ნაწილი დასაბუთების არსებობს, არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, რაც 2015 წელს მოხდა, შემდეგ იყო შეძენილი ბინები 2016-ში, რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ სამოქალაქო სარჩელში“ - განაცხად სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)