|
2019-08-20 12:52:21, 2068 ნახვა
სამართალი
R2-ის ყოფილი მფლობელები საჯარო რეესტრს უჩივიან
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარანაშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. ყარამანიშვილები უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა. ამასთან, ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია „საქართველოს“ მფლობელები ეხმაურებიან ხალვაშის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონს ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ და მოუწოდებენ პოტენციურ მყიდველებს, ნუ შეიძენენ კომპანიას, რადგან შესაძლოა, დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე არ არის. „ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი2“-ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე“, - განაცხადა მათმა უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)