|
2019-08-20 12:35:41, 1475 ნახვა
სამართალი
შსს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს. წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადსხვა სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, თანამშრომლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისწარმომადგენლები - გიორგი ჩიქოვანი, ილია ჯადუგიშვლი, მიხეილ ზარქუა, ვასილ მინდორაშვილი, თენგიზ ედილაშვილი, ბელდუხი გავაშელიშვილი და ადამურ არქანიანი. საერთაშორისო ტურნირმა სტარტი 1985 წელს კალიფორნიაში, სან ხოსეში აიღო და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)