|
2019-08-19 16:57:53, 1272 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე გეგიძეზე: შესაძლოა, მას სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა სურს
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდებზე არ უნდა აგებდეს პასუხებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის განცხადებებს. თალაკვაძის შეფასებით, შესაძლოა, გეგიძეს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა სურდეს. „რაც შეეხება, მის განცხადებას, არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა. როგორც ხდება პოლიტიკაში, ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახლება. ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, მან გააკეთა განმარტებები, ის თავად განმარტავს თავის განცხადების არგუმენტაციას. რაც შეეხება სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, რომელიც ამ ბრიფინგის თუ განცხადების შემდეგ დაისვა, მინდა გითხრათ, რომ დეპუტატისთვის, რომელიც არის არჩეული, მითუმეტეს არის ფრაქციის ლიდერი, ნებისმიერი უწყების მხრიდან შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის არ და ვერ უნდა გახდეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების თუ განცხადებების საფუძველი, როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში“, - აღნიშნა პარლამნეტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძე სახელმწიფო საფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მალევე დაიწყო. „გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა გეგიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)