|
2019-08-19 11:46:57, 1554 ნახვა
სამართალი
R2 - დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ჩხუბის გამო დააკავეს
ყოფილი ვიცე-პრემერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ჩხუბის გამო დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფორმაციით, დაპირისპირება ღვინის ქარხანა გალერია-ში კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. „საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-სდა 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,- განუცხადეს „რუსთავი 2“-ს შსს-ში.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)