01:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 10:01:46, 1203 ნახვა

საზოგადოება
გვარამია: ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაფუძნდა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე

 „მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გვარამიამ საჯარო რეესტრის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

„წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“, - წერს გვარამია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics