|
2015-07-09 14:23:10, 548 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ფრანგი ექსპერტები დადებითად აფასებენ
“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა”, - ასე შეაფასა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფრანგმა ჯანდაცვის ექპერტმა სტანისლას პოლიმ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო და პირველი შედეგებიც ცნობილია. პირველი 32 პაციენტიდან, რომლებმაც C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 14 მაისს მიიღეს, მათგან 23-ს სისხლში ჰეპატიტის ვირუსი აღარ უფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ 9 პაციენტს, მკურნალობის დაწყებამდე, რაოდენობრივი კვლევის შედეგად ვირუსის რაოდენობა სისხლში შედაგენდა 15 000 000-ს და მეტს. დღეის მდგომარეობით, ამ 9 პაციენტის რაოდენობრივი კვლევის შედეგები არ აღემატება 30 ერთეულს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ასევე შეაფასა ფრანგმა ექსპერტმა იაზდან იაზდანპანამ “ჯანდავის სამინისტროს არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სახით, ვინაიდან ამ დაავადების ტვირთი საქართველოში არის ძალიან მაღალი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სისტემური განკურნებადი დაავადება. რასაკვირველია, ამ ეფექტური წამლების საშუალებით მოხდება ბევრი პაციენტის განკურნება და ზოგადად, ეს პროგრამა იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და საქართველო ასრულებს ე.წ. სანიმუშო ქვეყნის ფუნქციას, მაგრამ, მომავლში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომელიც საერთაშორისო ჭრილში აკვირდება ამ პროცესს. ეს პროგრამა პოლიტიკურ ნებაზეა დაფუძნებული და იქნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების საწინდარი“, - განაცხადა იაზდანპანამ. როგორც ექსპერტი სტანისლას პოლი აცხადებს, პროგრამა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას და ძალიან აქტიურ ჩართულობას ეფუძნება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა. ყველა პაციენტის, მათ შორის, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მკურნალობაც. ეს არის რეალობა. ყველა პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ამისთვის აუცილებელია არამარტო ინდივიდუალურად მკურნალობა, არამედ სხვა პრევენციული და ინტერვენციული ზომებისა და სტრატეგიების განხორციელება. მაგალითად, ნემსებისა და შპრიცების პროგრამა. მათ შორის ოპიოიდების ჩანაცვლების თერაპია და სქრინინგის დონის ამაღლება. ამ სამი სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმების განხორციელება“, - განაცხადა სტანისლას პოლიმ.
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)