|
2019-08-16 12:57:35, 1705 ნახვა
სამართალი
დოლიძე: მე და ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით, რომ გვენახებინა, სამართლიან მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრებების დასრულება საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პერფორმანსით შეაჯამეს. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პრესკონფერენციაზე მიიტანეს ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის წინა ფასადის გამოსახულებით და სიმბოლურად გაწიეს გვერდზე იმისთვის, რომ დასრულდეს კლანის მმართველობა სასამართლოში. „ჩვენ დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას, ჩვენს წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი, რომ თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ. იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გუშინ დასრულდა. საბჭოს წევრებმა 50 კანდიდატიდან 20-კაციანი სია უნდა მოამზადონ და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნონ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)