|
2019-08-16 12:55:32, 1505 ნახვა
სამართალი
20 ივლისის ღამეს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს „გამარჯვებული საქართველო“ დაიცავს
20 ივლისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დაიცავს. პარტიის დამფუძნებლის, კოტე კემულარიას განმარტებით, 20 ივნისის ღამეს ჰყავს პოლიტპატიმრები და ამას გარდა, მისივე მტკიცებით, არიან დაშავებულები, რომლებთაც თ კომპენსაცია ეკუთვნით და ამის მიღებაში ახალი მოძრაობა დაეხმარება. „მე ჩავუდგები სწორედ სათავეში ამ მოძრაობას, რასაც დღეს ვიწყებთ, ეს არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური, თანამოაზრეები გვყავს ყველა ოპოზიციურ პარტიაში და კონსულტაციები გვაქვს... ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად, ჩვენ დავიცავთ ყველა პატიმარს, ჩვენ ყველას იმ დასახიჩრებულს, რომლებსაც დღეს აშინებენ. ხელი აქვთ მოტეხილი, მხარი აქვთ მოტეხილი, არ მიმართოთ ექსპერტიზას, არ მიხვიდეთო ეუბნებიან. ყველას დავუკავშირდებით, დავეხმარებით უანგაროდ, რომ მათ მიმართონ სასამართლოებს, მათ იფიქრონ კომპენსაციაზე, რომელიც ეკუთვნით. მათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და ეს არ დავტოვოთ დაუსჯელი, თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ასეთი უბედურება“, - განაცხადა კემულარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)