|
2019-08-15 13:54:24, 1515 ნახვა
სამართალი
დოლიძე: სასამართლოში რადიკალური ცვლილებები „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ „ბუდის დანგრევით“ უნდა დაიწყოს
„ჩვენი სასამართლო საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ „ბუდის დანგრევით“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პროცესის არის სასამართლოს გაშიშვლებული სახე“. „პროცესი მიმდინარეობდა ფორმალისტურად. კლანმა შემოატანინა უამრავ ადამიანს განაცხადი მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩენილიყო შთაბეჭდილება, რომ აქ არის კონკურსი, სინამდვილეში კლანის ფავორიტებს ჩვენ უბრალოდ გამოვარჩევთ იმით, თუ როგორ გვიწევდნენ ჩვენ როდესაც ვსვამდით კრიტიკულ კითხვებს, მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პროცესის არის სასამართლოს გაშიშვლებული სახე. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომელთა ბელადი არის ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, ვნახეთ მოსამართლეები, რომლებმაც არ იციან რა არის ემპათია და რეალურად ვნახეთ, რომ ჩვენი სასამართლო საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს მურუსიძე-ჩინჩალაძის ბუდის დანგრევით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)