|
2019-08-14 19:12:15, 1923 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე 150-მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა. ბესიკ ქვარცხავას თქმით, საქმეში ყველა სახის მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ნივთიერი და წერილობითი და აგრეთვე არიან პირდაპირი მოწმეებიც, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის შემსწრეები არიან. „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 150 მოწმე, მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც გარკვეულწილად პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან, მათ შორის ის არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის დაახლოებით 150 მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეოჩანაწერი, წარმოდგენილი იქნება ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ასევე, წარმოდგენილი იქნება ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)