|
2019-08-14 18:57:29, 1553 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე: არსებობს კითხვები არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს შეხვდა. გვარამია სახალხო დამცველს მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დეტალები გააცნო. ომბუდსმენის შეფასებით, შესაძლოა საქმე სამოქალაქო დავაა და სისხლის სამართლის საქმედ არის ფორმირებული. „არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მეტი მტკიცებულებები. ჩვენ ვაპირებთ რომ როდესაც დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში შევეცდებით მაქსიმალურად რომ ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება გასნჯადობასთან დაკავშირებით. არსებობს კითხვები არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ ეს მსგავსი საკითხი არის სამოქალაქო განსჯადობის თემა. პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე ჩემი წარმოდგენით და მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს განზრახვასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევხვდეთ პროკურატურასაც და მათი პოზიციები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მე დღეს გამიჩნდა ნიკა გვარამიას და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო პროკურატურის მოსაზრებებიც", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)