|
2019-08-14 18:50:09, 1651 ნახვა
სამართალი
გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ველოდი რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა
ველოდი რომ გირაო დარჩებოდა გირაოდ, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი უფლებადამცველის საჩივარი დაუშვებლად ცნო. მისივე თქმით, გასაჩივრების საკითხით მისი ადვოკატი იყო დაინტერესებული, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს. „დიტოსთვის იყო ეს მნიშვნელოვანი, რომელიც აგროვებს მასალას სტრასბურგისთვის. ჩემთვის, იმის მერე რაც მე 4 საათი ვილაპარაკე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და სამი წუთი ილაპარაკეს და ვაი იმ ლაპარაკს პროკურორებმა, თან სამართლებრივად არასწორ პოზიციაზე და მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია, ისე წაიკითხა ის სისულელე რაც წაიკითხა და გავიდა. სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ ადამიანებმა გაიგონ შენი პოზიცია თორემ მოსამართლისთვის ამას არანაირი აზრი არ აქვს იგივეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)