|
2019-08-14 13:37:40, 1597 ნახვა
სამართალი
„უზრდელი და უვიცი ხარ" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეთოფიშვილი და დოლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრების დროს ანა დოლიძე და სერგო მეთოფიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გასაუბრების პროცესში, საბჭოს წევრმა ირაკლი შენგელიამ კანდიდატს ჰკითხა, სწორი იყო თუ არა ქონებრივ დეკლარაციებში თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართის მითითება. საბჭოს არამოსამართლე წევრებმა - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მსჯელობის პროცესში, ანა დოლიძემ ირაკლი შენგელიას მის მიერ დასმული კითხვის გამეორება სთხოვა, რაზეც საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეს გასაუბრების ფორმატში არ ჯდება, შენგელიამ დოლიძეს „ანგარიშები აბაროს". ამის პასუხად, დოლიძემ მას „შარიკოვშინა" უწოდა. თავის მხრივ, მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს უზრდელი უწოდა. „უზრდელი, თავხედი და უვიცი ხარ", - ამ სიტყვებით მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს რამდენჯერმე მიმართა. „რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ? სასწრაფო ხომ არ გამოგიძახოთ, ბატონო სერგო, წინასწარ?", - მიმართა ანა დოლიძემ. მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც მცირე შესვენება გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატ თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება რამდენიმე წუთში გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)