|
2019-08-14 11:41:46, 1531 ნახვა
სამართალი
შსს-მ წელს 22 კილოგრამი „ჰეროინი“, 1 კილო და 900 გრამი „კოკაინი“, 8500 აბი „სუბუტექსი“, „სუბოქსინი“ და 3500 აბზე მეტი „ექსტაზი“ ამოიღო
მიმდინარე წლის, 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ასევე ამოღებულია: 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - განაცხადა ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)