|
2019-08-13 19:10:15, 1550 ნახვა
სამართალი
სუს-ი სახელმწიფოსთვის მილიონობით ლარის ზიანის მიყენების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფოსთვის ათეულობით მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემხებლობა ჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)