|
2019-08-13 18:45:33, 4809 ნახვა
კომენტარი
დვალი: ის, რაც „რუსთავი 2“-ის თავს ხდება, არის სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის რეჟისორობით
„ეს ერთკვირიანი გამჭირვალე პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი მაყურებლისთვის, რომლის რეჟისორიც ბიძინა ივანიშვილია“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანიის გაყიდვის დაანონსებასთან დაკავშირებით გააკეთა. დვალი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მყიდველი უკვე შერჩეულია და ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება. „პირველ რიგში ყველაზე მოულოდნელი იყო ვადები, რომ ასე სწრაფად ხდება ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ჩქარობს და მოელის ჩვენგან და იგივე ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრისგან, რაღაც ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ზუსტად ამით ვხსნი იმას, რომ რაღაც ჯერ ეგ ერთი დაუგეგმავად, სრულად ადრე მოხდა და ის ვადა ერთკვირიანი, რომელიც გამოცხადდა. ეს ერთკვირიანი გამჭირვალე პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი მაყურებლისთვის. მე მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მყიდველი, რომელიც გამოჩნდება არენაზე და რომელსაც ალბათ უშუალოდ და პირადადაც გავაფრთხილებ, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულად. ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ გამოიკვეთა დანაშაული ჩვენს მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს, მაგრამ სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის. რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა რეჟისორს მე აქ ვერ ვხედავ. ჯერ ჯერობით სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, მან იცის. უკვე გადაწყვეტილია დარწმუნებული ვარ და ის აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ანუ ადამიანი, რომელსაც ის ენდობა თავიდან ბოლომდე. ის სამწუხარო პროცესები, რომელსაც ვპროგნოზირებდით, მგონია, რომ ნელ-ნელა დაიწყება უკვე, ის მექანიზმები, იმაზე ლაპარაკი, რომ ჯგუფის შევიწროებაზე, საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და ა.შ. ეგ ყველაფერი უკვე ახალი მფლობელის პირობებში მოხდება“, - აცხადებს დავით დვალი. შეგახსენებთ, 12 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)