|
2019-08-13 16:06:27, 3715 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ერთგვარი ტრენდია, როდესაც პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პარტიის შექმნაზე საუბრობენ
„როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკურ პარტიის ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა. კითხვაზე, არის თუ არა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა დაკავშირებული მის მიერ იმუნიტეტის მოპოვების მცდელობასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ იმუნიტეტისთვის მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება. „იმუნიტეტისთვის ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა, მაგრამ ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება გაცილებით უფრო გაზრდილია თავის მოთხოვნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ, პოლიტიკის მიმართ საგარეო თუ საშინაო საკითხებზე და პოლიტიკურმა პარტიებმა ან მათი შექმნის მსურველებმა, ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ სექტემბრიდან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)