23:44 - 04 Nov, 2026
|
2019-08-13 13:24:27, 1855 ნახვა
სამართალი
შსს „TV პირველზე“ შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს სწავლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „TV პირველზე“ შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს სწავლობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ტელეკომპანიაში ამ დროისთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ. ცნობისთვის, დღეს „TV პირველმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ამის გამო, არხი პარალიზებულია. „დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)