|
2019-08-11 16:23:17, 1565 ნახვა
სამართალი
შსს არ აპირებს ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგების ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს. - ამის შესახებ, "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებას უნდა მიმართოს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რომელმაც მოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, დაზიანდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. "თუ სააგენტომ არ მოგვმართა გამოძიების დასაწყებად, უწყება ვერ შეაფასებს დაზიანებულია თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან თუა დაზიანებული რა დოზით" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყინწვისის ღვთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი რამდენიმე დღის წინ მეტლახით შეიცვალა. სააგენტო გავრცელებულ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მეტლახის დაგებას "ადგილობრივი სასულიერო პირების თვითნებობად და უკანონობად" აფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)