23:32 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 19:36:24, 1447 ნახვა

სამართალი
„მოგესალმებით დიქტატურაში“ - ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა.

გვარამია უწყებაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით არის დაბარებული.

პროკურატურის შენობასთან გვარამიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. ისინი აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირადი ანგარიშსწორებაა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics