|
2019-08-09 15:44:43, 1113 ნახვა
კომენტარი
გვარამია - მოპარვისა და კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ
„ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი საპიარო საქმე და ვინ იცის პიარი უკეთესად, ამას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებთ განაცხადა. გვარამია დარწმუნებულია, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება „მოუწევს“ და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით დეტალურად ისაუბრებს. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი წარმედგინებოდა. უბრალოდ, იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, ვერ იპოვეს ბრალის წარსადგენი. ცუდი კონტრაქტი რატომ დადეო ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა. ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არაა, არის სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ გავლილი, ხელმოწერილი და საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, იმან არ იცის მართვის საკითხები. ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ - ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მხრიდან ეს ყველაფერი. კონტრაქტთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ტყუილია. შუა წელიწადში რომ ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ ვამბობ, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან ინტერმედიაზე. ჩავსვი ადამიანი, რომელიც შემოსავლებს აკონტროლებდა. ზეწოლა იყო შემდეგი სახის: მათ შეეძლოთ, იურიდიულად რომ ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონტრაქტს. ეს სამეწარმეო ზეწოლა იყო, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ჩვენზე. რა მოხდა - მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამატი, იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული აკუმილირდება. მთავარი ტყუილი, რაც პიარითვის იყო გაკეთებული და თეთრი ძაფით ნაკერი, ეს იყო, ბინები რომ მოვიპარე. აქ, ამ ბრალდებას, მოპარვისა და კორუფციის ბრალდებას, ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით, იმიტომ, რომ ინტერმედიიდან ამოღებული ყველა საბუთი აქვთ, ის ხელშეკრულებაც და ვალის დახურვის ხელშეკრულებაც. მთავარი - მე ვიყავი დაკითხვაზე და თუ ეს იყო ბრალის ფუნდამენტური საკითხი, ეკითხათ ჩემთვის, აბსოლუტურად არ ყოფილა ამაზე საუბარი. ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი საპიარო საქმე და ვინ იცის პიარი უკეთესად, ამას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ. მე არ ვიცი თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე, და თუ რატომ და როგორ, ვიტყვი 7 საათზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)