|
2019-08-08 11:06:56, 1038 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, პოლიტიკური შეფასებები ვაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე
„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ გავხდებოდი პრეზიდენტი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოვა დრო, შეიქმნება შიდა კომისია და ამ ყველაფერზე ისტორიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იმსჯელებენ. „მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად, ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთი დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ ყველა ვუწყობთ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, ის ქმნის ამ ქვეყნისთვის ხვალიდნელ საფრთხეს გარე მტრებთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)