|
2019-08-07 19:05:29, 1350 ნახვა
კომენტარი
ბიბილოვი: ოდესმე დასავლეთი მიხვდება, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს
„სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ოსი ხალხის მიმართ ჩაიდინეს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. ბიბილოვის განცხადებით, „რესპუბლიკას“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები საერთაშორისო ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი. „ეს ადამიანები - 76 პირი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სამხრეთ ოსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან შეყვანილნი. აგვისტოს აგრესიის ტრაგიკულ მოვლენებში დამნაშავეების მიმართ საქმეებს არ შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულობის ვადა. ამ ადამიანებზე ყოველთვის დევნა იქნება. საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებს ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირი კავშირი აქვთ“, - განაცხადა ბიბილოვმა. ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც „სააკაშვილი და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ“. „სააკაშვილი დღეს ერთი ქვეყნიდან მეორეში დარბის და დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მხრიდან ამ დამნაშავის გარკვეული მფარველობა არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკელებიც და ევროპელებიც მიხვდებიან, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განსახილველად საქართველოს წინააღმდეგ „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთა 1500-ზე მეტი ინდივიდუალური სარჩელია გაგზავნილი.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)