16:44 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 16:59:24, 1179 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე - ტაბუ დაადეს თემას, წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს

„საქართველომ არათუ ამოისუნთქა,  ლამის სუნთქვა გააჩერა. ეს ამოსუნთქვა იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის,  რამეთუ  გაყალბებული არჩევნების ფონზე, მათ ლეგიტიმაცია ჰქონდათ დაბალი და ეს ვითარება მათთვის ნამდვილად იყო დამატებითი სუნთქვის საშუალება და ეს მათ გამოიყენეს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე შოთა უტიაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებებს.

ხუნდაძე პარალელს ავლებს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან.

„თუ  პარალელს გავავლებთ, რუსეთის (მხრიდან???) საფრთხეები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად ხელისუფლების დაბრუნების თუ ხელისუფლების გამყარების. მაშინ ჯარს პრაქტიკულად შემოუძღვნენ და ლეგიტიმაცია თავისთავად აიწია.  ახლა ასევე იყო მოთხოვნა, სანქციების გზით მათ ისევ წარმოეჩინათ წინა პლანზე რუსეთის საფრთხე და გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ამავე დროს, მაშინაც ტაბუ დაადეს თემას, და  წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე  - ტერიტორიული თუ ადამიანური - მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს. ეს არის მათი დამოკიდებულება, და არამხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საზოგადოების დაკვირვებითაც. მაშინ იყო დაბალი ლეგიტიმაცია, წამოწიეს ასეთი გაუაზრებელი, თუარა მოღალატეობრივი ქმედებით. 20-21 ივნისის ღამესაც აბსოლუტურად იგივე მცდელობა ჰქონდათ. მაშინ პირდაპირი იარაღით,  დღეს სანქციებით - რუსეთს ისევ თავისი ზრახვები გაეტარებინა და ამ ფონზე გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულიყო“, -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics