|
2019-08-07 16:53:18, 1682 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებამ ეს დღე პოლიტიკურ ოპონენტებზე ბინძური ცილისწამებისთვის გამოიყენა
„ხელისუფლებამ ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური ცილისწამების კამპანიისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აგვისტოს ომში წინა ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა. ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდი შიდა ოპონენტების მოსაცილებლად მტრის ნარატივს იმეორებს და ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ საქართველო იყო მთავარი შემოქმედი იმ მოვლენებისა, რასაც 11 წლის წინ ჰქონდა ადგილი. „დღეს არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა რუსული აგრესიიდან, დღეს არის დღე, როცა ყველა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლის მქონე საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს პოლიტიკური ძალა, პატივს მიაგებდეს ხსოვნას ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების, ყველასი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ვინც მისცა საქართველოს შანსი და დრო, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით თავი დაეცვა რუსული აგრესიისგან, რომლის ამოცანაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოსპობა. ამის ნაცვლად, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში და ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით. მათი მთავარი გზავნილია, რომ მათთვის მთავარი სამიზნე არის მათი პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ამის გამო, მზად არიან ქვეყნის მტერს ბოლომდე გაუმართონ ხელი იმ ნარატივში, რასაც პუტინის პროპაგანდა ამკვიდრებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე თუ არა, მთავარი შემოქმედი იმ მოვლენებისა, რასაც ადგილი ჰქონდა 11 წლის წინ. ეს არის სამარცხვინო და უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ხელისუფლება“, - აცხადებს გიგა ბოკერია
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)