|
2019-08-06 15:25:10, 1271 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ლარის კურსზე: სებ-ს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას
"კურსის განსაზღვრაში, ძირითადად, მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი - ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ დასტაბილურდა ლარის კურსი იმის მიუხედავად, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ბახტაძის შეფასებით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესეები ჯანსაღია და ამას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ადამიანები პოლიტიკური სპექტრიდან ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომასი შეიყვანონ. ჩვენ გვქონდა ივნისში ტურისტების 20%-იანი ზრდა, მათ შორის, აჭარაში, წინა წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კურსის განსაზღვრაში, ძირითადად, მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი - ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური, იმის ფონზე, თუ რაც მოხდა, მათ შორის, ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. მოლოდინი შეიქმნა ნეგატიური, მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო, და ამას გამოეწვია უფრო მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა რომ, ფაქტობრივად, ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რამდენიც იყო შარშან. ის მოლოდინი, რომელიც ჰქონდა ეკონომიკას, მათ შორის ჩვენს ბიზნესს, რომ ისეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ჩვენ ტურისტების რაოდენობას, როგორც იყო დაგეგმილი და მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო აჭარაში, წელს, ივნისში, დაფიქსირდა 40%-ით მეტი ტურისტი, და, ამის ფონზე, ჩვენ მივიღეთ ის, რომ არა თუ 40%იანი ზრდა გვაქვს, არამედ, სამწუხაროდ, ჩვენ გავედით იმ შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან. ანალიზი აჩვენებს, რომ გასული კვირის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. ასეთ პირობებში, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)