|
2019-08-06 13:05:18, 1950 ნახვა
სამართალი
შსს - ბანკომატების გაქურდვის ბრალდებით თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1987 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ბ.გ. და 1985 წელს დაბადებული დ.მ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მიმდინარე და გასულ წლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული. გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე - საქართველოს სსკ-ს 19-177-ე და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)