|
2019-08-05 16:00:51, 2249 ნახვა
სამართალი
მიხეილ კალანდიას ოჯახი სხდომების გახსნას ითხოვს - ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სიტყვით გამოვიდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამასთან, დაცვის მხარემ სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სხდომას არასრულწლოვანი არ დაესწრება ის გახსნილი იქნება. "სასამართლომ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა დახურულ რეჟიმში თქვა, ჩვენი შესავალი სიტყვაც დახურულ რეჟიმში მოისმინა. თუ შემდეგ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე იქნება მოსული, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. თუ სრულწლოვანი მოწმე იქნება, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)